ივანიშვილმა, ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილ-სიცოცხლის თემის გარშემო, ერთგვარი რეალითი შოუ შექმნა. ყველანაირი სხვა თემები  კი დღეს არის მოკლული - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში იაუბრა.

„სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ის ხელისუფლება რომელიც ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ზრდის ანტიდასავლურ რიტორიკას, თავდასხმებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე  და ემზადება იმისთვის, რომ მორიგ ჯერზე მოატყუოს ქართველი ხალხი, როდესაც კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ, სწორედ „ქართული ოცნების“  დამსახურებით და ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცა ომში ჩართვას გვთხოვდა იმისთვის, რომ  კანდიდატის სტატუსი მიგვეღო.

დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან აწყობს ის მდგომარეობა, რაც არის შექმნილი სააკაშვილის გარშემო. მან ფაქტობრივად ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილ-სიცოცხლის თემის გარშემო შექმნა ერთგვარი რეალითი შოუ, ანუ მუდმივად არის საუბარი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის შესაძლო განადგურებაზე, ეს არის ძირითადი თემა მედიის, რაც  ძალიან აწყობს „ქართულ ოცნებას“, რადგან ყველანაირი სხვა თემები დღეს არის მოკლული“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.