ეს არის ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე და ეს არის პროკურატურის მცდელობა, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს პროცესები , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„აბსოლუტურად აბსურდია, იურიდიული ნონსენსია პროკურატურის მხრიდან ჩვენების მისაცემად სალომე ზურაბიშვილის დაბარება იმიტომ, რომ საქმე უნდა გამოიძიოს პროკურატურამ და დადგინდა რომ გაყალბების ვარაუდი არსებობს, საქმე ოფიციალურად გახსნილია და იქ ვინმე ჩვენებას რაიმე ღირებულება აქვს?
ეს არის ზეწოლა სალომე ზურაბიშვილზე და ეს არის პროკურატურის მცდელობა, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს პროცესები. მისი გაჩუმება განსაკუთრებით უნდა ხელისუფლებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.