ყველაზე კარგად ხალხი გრძნობს რა არის კარგი და რა არის ცუდი. სტრატეგიულ საკითხებში იგი არ ტყუვდება. - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
“ქართული ოცნება” იმიტომ კი ვერ დაამარცხა ოპოზიციამ, რომ მისი მმართველობის დროს მოხდა უვიზო მიმოსვლის ან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღება, არამედ სხვა მიზეზების გამო.
ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება იქნება უმნიშვნელო დივიდენდი “ქართული ოცნებისათვის” და უდიდესი მნიშვნელობის ქვეყნის მომავლისათვის.
ნებისმიერი პარტია თუ პოლიტიკოსი, რომელიც აურევს ამ პრიორიტეტებს, განწირულია მარცხისათვის.
ყველაზე კარგად ხალხი გრძნობს რა არის კარგი და რა არის ცუდი. სტრატეგიულ საკითხებში იგი არ ტყუვდება.