საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნოდ 35 მილიონი ლარი დაუმატა საპატრიარქოს და ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 20 მილიონო ლარისა მიიღებს 55 მილიონ ლარს - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველოში 3 ათასამდე სასულიერო პირია და მათი უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, მდიდრდება მხოლოდ საეკლესიო ბიუროკრატია. საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნოდ 35 მილიონი ლარი დაუმატა საპატრიარქოს და ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 20 მილიონო ლარისა მიიღებს 55 მილიონ ლარს. ეს უპრეცედენტო ფაქტია, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. მაშინ, როცა კულტურული მემკვიდრეობის ბევრი ძეგლი მოუვლელია და უპატრონოდაა მიტოვებული, საპატრიარქოსათვის ბიუჯეტიდან ამ რაოდენობის თანხის გამოყოფა არის უზნეობა".