სად გაქრა ანტითურქული მარშები თბილისში თუ ბათუმში, სადაა “პატრიოტთა ალიანსი, “ქართული მარში” , ე. წ. ალტინფო და სხვა მოფაშისტო პოლიტიკური ჯგუფები? მაშინ თურქეთი მტერი იყო და ახლა მოყვარე გახდა? - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
"სად გაქრა ანტითურქული მარშები თბილისში თუ ბათუმში, სადაა “პატრიოტთა ალიანსი, “ქართული მარში” , ე. წ. ალტინფო და სხვა მოფაშისტო პოლიტიკური ჯგუფები? მაშინ თურქეთი მტერი იყო და ახლა მოყვარე გახდა? სად დაიკარგნენ ისინი, ვინც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გააჩერე იმ გამო, თურქებს ქართულ მიწას არ ჩასძირინებდნენ წყალი? სად არიან ის მღვდლები, პროცესიას წინ რომ მიძღოდნენ? მაშინ ამ ორგანიზაციების უკან რუსული ფული და “ქართული” ოცნების პოლიტიკური ზურგი იდგა. ახლა თურქეთის და საქართველოს ტერიტორია რუსეთისთვის “სიცოცხლის გზაა”- აქედან ხდება ე. წ. პარალელური იმპორტის განხორციელება. თურქეთის სიყვარული კი არ მოეძალათ, არამედ რუსეთისადმი მაამებლობა."- წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ: თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა.
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელ აჰმეთ იენერის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულია ხმათა 52.14 პროცენტით.