ეს არის ჯილდო ქვეყნის ხელისუფლების ღალატის სანაცვლოდ - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"რუსეთმა გააუქმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები. პუტინმა საქართველო ჩააყენა ბელარუსის რანგში. საქართველო რუსეთისთვის მეგობრული სახელმწიფო გახდა. ეს არის ჯილდო ქვეყნის ხელისუფლების ღალატის სანაცვლოდ." - წერს რომან გოცირიძე.