„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ დახურულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მდუმარე ბერი ნარიმანი, იგივე თვითგამოცხადებული მეფე, ამ პარტიის საარჩევნო სიაში იქნება წარმოდგენილი მომავალ არჩევნებში, ეგრეთ წოდებული ხალხის ძალის კვოტით. ეს გადაწყვეტილება განპირობებული ყოფილა მისი მრევლის სიმრავლით - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ხალხს ახალი, ორდღიანი გასართობი გაუჩნდა, არის თუ არა ნესტან-დარეჯანი ისეთი კარგი, დღემდე რომ გვეგონა, ამასობაში კი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ამბავი ხდება-“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ დახურულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მდუმარე ბერი ნარიმანი, იგივე თვითგამოცხადებული მეფე, ამ პარტიის საარჩევნო სიაში იქნება წარმოდგენილი მომავალ არჩევნებში, ეგრეთ წოდებული ხალხის ძალის კვოტით. ეს გადაწყვეტილება განპირობებული ყოფილა მისი მრევლის სიმრავლით.
მომავალ პარლამენტში ბატონი ნარიმანი მდუმარე დეპუტატების რიგებს რომ გაზრდის, ეს სულაც არ ადარდებთ მათ. ოღონდ ხმები მოიტანოს და ეშმაკის მიმდევარსაც კი ჩაწერენ სიაში“- წერს გოცირიძე.