„ხალხის ძალას" კანონპროექტი შეუმუშავებია სათაურით - „სტუმარი ღვთისაა", ოპოზიცია ალტერნატიულს ამზადებს -„ცეცხლი ჭამა თქვენმა პირმა" - ხინკალივით ცხელი ამბები გველოდება - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ლავროვის ოჯახის გაპანღურებამ გარდა პოლიტიკური სიამოვნებისა, სხვა სიამოვნებაც მომგვარა-“სტუმარ მასპინძელი” და “ალუდა ქეთელაური” კიდევ ერთხელ გადავიკითხე.
ვაჟა ფშაველა და სტუმარ-მასპინძელი არ გესმით თქვენო, განუცხადებია “ოცნების” ლიდერობას. ამისთვის ვაჟა ფშაველას წაკითხვა არცაა საჭირო, აგერ “აირზენას” გაიაშვილს ჰკითხეთ და მოკლედ აგიხსნითო:))
ვიღაცამ დაწერა, კობახიძემ ჯოყოლას გვარიც კი არ იცისო. შემრცხვა-ჯოყოლას გვარი თუ ჰქონდა ისიც კი არ ვიცოდი. ალხასტაიძე ყოფილა:))
საბჭოთა პერიოდის უმაღლესში მისაღები გამოცდები გამახსენდა, ჩამჭრელი კითხვები რომ იცოდნენ: “აბა მითხარით ყმაწვილო, რა ჰქვია გოგია უიშვილის ძალს”? ვერავინ პასუხობდა. წავია ჰქვია თურმე:))
“ოცნების” კიდევ უფრო პრორუსულ ფრთას, ხალხის ძალას რომ ეძახიან, კანონპროექტი შეუმუშავებია ასეთი სათაურით: “ სტუმარი ღვთისაა, ხოლო სმა-ჭამა-დიდად შესარგი”! ოპოზიცია ალტერნატიულს ამზადებს, რომელსაც “ცეცხლი ჭამა თქვენმა პირმა” ჰქვია.
ხინკალივით ცხელი ამბები გველოდება წინ“, - წერს გოცირიძე.