ჯერ სომალის დაეწიოს და მერე იტრაბახოს - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მთავრობის საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
"პრემიერ-მინისტრი დღევანდელ ეკონომიკურ მაჩვენებლებს 2012 წლის მონაცემებს ადარებს. საბჭოთა კავშირშიც უყვარდათ სტატისტიკური მონაცემების შედარება 1913 წლის მეფის რუსეთის მდგომარეობასთან. რატომ აკეთებდნენ ამას ვერავინ ხვდებოდა, დაცინვით კი ყველა დასცინოდა:))2012 წელთან შედარებით სომალის ეკონომიკა ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა. მშპ ერთ სულზე იყო 226 დოლარი, გადა 487 დოლარი. ჯერ სომალის დაეწიოს და მერე იტრაბახოს" - წერს რომან გოცირიძე.
შეგხსენებთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.