იყო მცდელობა, პოპულისტური რიცხვი რომ დაგვევსვა, მაგრამ პოლიტიკური ბალანსისთვის შიდაპარტიული ბრძოლა ნორმალური პროცესია და კი ვიყავი ანტიპოპულისტური მეხამრიდი. ახლა კი, წამოვედი და გაილაღეს. - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით.
როდესაც 2018 წელს ვპირდებოდით ამომრჩეველს, რომ 2024 წლისთვის პენსია 400 ლარი იქნებოდა, ამაზე ერთი ჟრიამული ატეხეს “ოცნებაში” და არა მხოლოდ ოცნებაში, პოპულისტობენო. აგერ, ამ ხელისუფლების პირობებშიც კი ასაკობრივი პენსია დღეს 295 ლარია, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკისათვის 365 ლარი.
ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ჯოხით უნდა გარეკო ხელისუფლებიდან მეთქი, მაშინ ვამბობდი თურმე. აგერ, მემორიმაც ამომიგდო
ისე, კი იყო მცდელობა, პოპულისტური რიცხვი რომ დაგვევსვა, მაგრამ პოლიტიკური ბალანსისთვის შიდაპარტიული ბრძოლა ნორმალური პროცესია და კი ვიყავი ანტიპოპულისტური მეხამრიდი. ახლა კი, წამოვედი და გაილაღეს.აგერ, წელს ყურძნის მოსავალი არ არის და გლეხს სუბსიდია შარშანდელი მოსავლის მიხედვით მივცეთო, ანუ წელს არარსებულ მოსავალზეცო.
ამდენს ნამდვილად არ ველოდი