აშშ-მა ფილიპინებში რაკეტის გამშვები სისტემა „ტაიფუნი“ გადააადგილა, საიდანაც შეუძლია, მისწვდეს სამიზნეებს ჩინეთსა და რუსეთში. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სარაკეტო სისტემა, რომელსაც შეუძლია მრავალფუნქციური რაკეტები რამდენიმე ათას კილომეტრზე ისროლოს, აშშ-მა ლაოაგის აეროდრომიდან კუნძულ ლუსონის სხვა ადგილას გადაიტანა.

„ტაიფუნის“ სარაკეტო გამშვებში განთავსებულია „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები და ასევე SM-6-ის ტიპის რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ საჰაერო ან საზღვაო სამიზნეების განადგურება 200 კილომეტრის დაშორებით.

ფილიპინების მთავრობის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ გადანაცვლება ხელს შეუწყობს იმის დადგენას, სად და რამდენად სწრაფად შეიძლება რაკეტის ბატარეის გადატანა ახალ საცეცხლე პოზიციაზე.

თარგმანი: პირველი არხი