სალომე ზურაბიშვილმა განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, ვინაიდან ის თუ აქამდე თავს ესხმოდა ქართულ დემოკრატიას და სახელმწიფოს, ახლა უკვე ქართულ ეკლესიასა და ჩვენს უწმინდესს დაესხა თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა: „ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, ერთ-ერთი მიზეზია პატრიარქის სისუსტე. ვიმედოვნებ, ეკლესია შეძლებს, აირჩიოს პროქართველი, პროევროპელი და არა პრორუსი პატრიარქი“.
„კატეგორიულად მიუღებელია ზურაბიშვილის ნებისმიერი განცხადება ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, ამით ის სხვების დავალებას ასრულებს და იმიტომ საუბრობს, თუ საკუთარ პოზიციებს გამოხატავს, ფაქტია, ის არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი და გამოხატავს მთლიანად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.