ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"სალომე ზურაბიშვილი ჯერ ევროკავშირს სთხოვდა საქართველოს დასჯას, ახლა აშშ-ს სთხოვს იგივეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ თურმე, საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ მხოლოდ  3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
 
ამ განცხადებებიდან, სინამდვილეშიხ კარგად ჩანს,  როგორ სძულს მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტს საქართველო და ქართველი ხალხი, რომ პატარა ქვეყნებს და ერებს, მისი აზრით, აქვთ ნაკლები უფლებები და ისინი “დიდი ქვეყნების” ჭკუაზე უნდა დადიოდნენ. სწორედ ეს არის იმპერიალისტური, ბოლშევიკურ-ფაშისტური ხედვა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თანამედროვე საერთაშორისო სამართალთან, მიდგომებთან და პრინციპებთან.

ზურაბიშვილს შევახსენებ, რომ საქართველო ვინმეს მეორეხარისხოვანი პარტნიორი ქვეყანა კი არ არის, არამედ სტრატეგიული ბურჯია რეგიონში, რომელიც უძლებს მრავალ გამოწვევას უსაფრთხოებისა და თავისუფლების გზაზე.
 
საქართველოს სიძლიერე მის სუვერენიტეტში, ღირებულებებში და სტრატეგიულ მდებარეობაშია და მოსახლეობის რაოდენობაზე აპელირება არის პირდაპირი მტრობა, როგორც ჩენი ქვეყნის დღევანდელი დღის, ასევე, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის. ნებისმიერი ქვეყნის და ერის ღირსება ეფუძნება სწორ ფასეულობებს, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და არა ტერიტორიების კვადრატულ მეტრებსა, თუ მოსახელობის რაოდენობებს. 

სამწუხაროა, რომ საქართველოს ყავდა ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც რცხვენოდა, რომ საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს."