რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს პირველივე დღიდან თავზარი დაეცათ, რადგან კარგად ხვდებიან, სად დგას ჩვენი საზოგადოება და ვის რა მასშტაბის და როგორი მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების სპეკულაციები მათ რეალურ სახეს ააშკარავებს.

„როგორც შიდა, ასევე გარე აქტორებმა უნდა ნახონ, რა არის ქართული საზოგადოების ერთობა, ფასეულობა და სიმტკიცე საქართველოს ხვალინდელი დღის. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს პირველივე დღიდან თავზარი დაეცათ, რადგან კარგად ხვდებიან, სად დგას ჩვენი საზოგადოება და ვის რა მასშტაბის და როგორი მხარდაჭერა აქვს. მათი სპეკულაციები მათ რეალურ სახეს ააშკარავებს. მათი მხრიდან სპეკულაციებზე საუბარი უბრალოდ უხერხულია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.