„ვინც თავს ესხმის ტრამპს, თავს ესხმის ამერიკას და ამერიკელ ხალხს. ეს ადამიანები წარმოადგენენ „დიფ სთეითს“, ვინც ომს აფინანსებდა და მნიშვნელოვანი იყო, ომი ევროპაში ხანგრძლივად ყოფილიყო, რადგან, როგორც ჩანს, სუბიექტური ინტერესები ჰქონდათ, რაც არანაირ კავშირშია არც უკრაინასთან და არც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასთან. – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
"რადიკალური ოპოზიცია უკვე ამერიკის პრეზიდენტს ესხმის თავს და მის მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. ამაში მთელი რადიკალური ოპოზიციაა ჩართული, ის ადამიანები, რომლებიც აქ „დიფ სთეითის“ ინტერესებს იცავდნენ. ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამ ბინძური თამაშების წინააღმდეგ გამოდიან. პატრონების გარეშე დარჩენილი ოპოზიცია უმძიმესი სანახავია, პარტიებს არ წარმოადგენენ, ისინი მხოლოდ პოლიტიკური პროექტები არიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.