ნაცმოძრაობა“ გვაკრიტიკებს, „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სიაში სპორტსმენები ჰყავსო. მათი სიები რომ გავიხსენოთ: „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე 2016 წელს იყო – რომან გოცირიძე; 2020 წელს – გუბაზ სანიკიძე და 2024 წელს – გიგი წერეთელი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა დაწერა.

და ესენი სხვაზე ამბობენ რამეს? სინამდვილეში, ჩვენ სიაში საკუთარ პროფესიაში წარმატებული, გამორჩეული და დაფასებული ლიდერები გვყავს, ვინც ხალხში გულწრფელი სიყვარულითა და შეუბღალავი რეპუტაციით სარგებლობენ, ხოლო „ნაცმოძრაობას“ და რადიკალებს განსაკუთრებულად სძულთ წარმატებული და პატრიოტი ადამიანები. ამიტომ არის რადიკალური ოპოზიცია „სიძულვილის და ღალატის პროექტი“, რომელსაც 26 ოქტომბერს საბოლოოდ დაამარცხებს ქართველი საზოგადოება“, – წერს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერმა ოცდაათი საარჩევნო ოლქიდან, დღეს "ქართული ოცნების" კიდევ 8 დელეგატი დაასახელა (სია)