კვლავ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რატომ არის კანონი ცუდი?! ამბობენ რომ ცუდია, რუსულია, ხელს შეუშლის… შეზღუდავს… აკრძალავს… დაგვღუპასვს… მაგრამ, მთავარ კითხვაზე, რატომ? - პასუხი კვლავ არ არსებობს! - ამის შესახებ "ქართული ოცენების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"რაც ახლა იურიდიულ კომიტეტზე ხდება, ესეც ისტორიის ნაწილია.

ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა უყუროს სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის პასუხებს, უფრო სწორად მის მიერ სხდომაზე დუმილის უფლების გამოყენებას და შემდეგ გამოიტანოს დასკვნები.

დღევანდელმა დღემ აბსოლუტურად ყველა კითხვას გასცა პასუხი!

კვლავ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რატომ არის კანონი ცუდი?! ამბობენ რომ ცუდია, რუსულია, ხელს შეუშლის… შეზღუდავს… აკრძალავს… დაგვღუპასვს… მაგრამ, მთავარ კითხვაზე, რატომ? - პასუხი კვლავ არ არსებობს!"

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა