“ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა” აქტიურად განაგრძობს ახალი ფანტასმაგორიული მწვერვალების დაპყრობას და ამჟამად ტელეპატიური მედიცინის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. პირველი მიღწევა სახეზეა! - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა და შესაბამისი ფორმა 100-იც პაციენტის უნახავად და მასთან კომუნიკაციის გარეშე გაიცა. შეგრძნებათა მედიცინის დამფუძნებლები საკავშირო მიღწევისთვისა და გეგმის გადაჭარბებულად შესრულებისთვის “ვსესაიუზნი” ჯილდოზე არიან წარდგენილნი.
წინ, მართალო ამხანაგებო!
P.s ვირტუალური რეალობის ვირტუოზობაშიც კი ოროსნები არიან გამყალბებელი “ხუთოსნები”- წერს რატი ბრეგაძე საინფორმაციო სააგენტო "იმედინისუსის" გავრცელებულ მასალას აქვეყნებს.