იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც ექნებათ ექიმებისგან შესაბამისი რეკომენდაცია, აუცილებლად მოხდება მიხეილ სააკაშვილის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

„ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ინფორმაციის გაცვლა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამაში ნურავინ შეეცდება რაღაც სკანდალის შექმნას, გასაკვირი არ არის არაფერი. ეს ადამიანი პატიმარია და შესაბამისად, როდესაც იქნება შესაბამის ფიზიკურ მდგომარეობაში, იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ არაფერი არაა გასაკვირი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.