"მსოფლიოში ქვეყნების ბრძოლა კი არა, იდეოლოგიების ბრძოლაა. ახლა ორი იდეოლოგიის - კონსერვატორებისა და ლიბერალების ჯახია",- ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „იმედი LIVE“-ში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა მსოფლიოში ისეთი პროცესი მიდის, რაც იყო რელიგიური ომების დროს.

„მსოფლიოში ქვეყნების ბრძოლა კი არა, იდეოლოგიების ბრძოლაა. ახლა ორი იდეოლოგიის - კონსერვატორებისა და ლიბერალების ჯახია. ტრამპმა პირველი მოსვლის დროს ასეთი სვლები არ გააკეთა, რაც ახლა, ასე მცირე დროში იმიტომ, რომ ტრამპის მეორედ არჩევის წინააღმდეგ ლიბერალებმა გადადგეს ისეთი ნაბიჯები, პრაქტიკულად ტრამპს ბრძოლა გამოუცხადეს. ტრამპმა მიიღო ეს და ახლა აგრძელებს ბრძოლას.

ტრამპმა დაინახა, რომ ლიბერალები არ აპირებენ კონსერვატიული ძალებისთვის რაიმეს დათმობას. შესაბამისად, მან შეკრიბა უკვე სულ სხვა გუნდი და პრაქტიკულად თავისი გარემოცვა დატენა ახალგაზრდა კონსერვატიული ძალებით. ვხედავთ, რომ ტემპი არ დაუკარგავს, ყოველდღე რაღაც სიახლეებს აკეთებს, მათ შორის ისეთი დარტყმებით, როგორიც USAID-ის სისტემა. როგორც კი ტრამპმა მოსუფთავება დაიწყო ამერიკაში, ლიბერალების მუხტი გადმოვიდა ევროპაში და დღეს ფაქტობრივად ევროპა არის ლიბერალების ბუდე. ამიტომ ევროპა იბრძვის ისე, როგორც ადრე იბრძოდნენ ლიბერალები.

რეალურად, ტრამპი ებრძვის ევროპულ ბიუროკრატიას იმიტომ, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში არის ლიბერალიზმის ძირები. ბრძოლა იმათი წამოწყებულია, ისინი იბრძვიან, საქართველოს სიტუაციაც ლიბერალიზმის ბრძოლის ფრაგმენტია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.