რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ არჩევნებამდე, გახარიას გუნდის წევრები, სიის მომდევნო 12 ნომერი საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს.
„არ არის გამორიცხული, რადგან საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი უკვე რეგლამენტის მოთხოვნიდან გამომდინარე კენჭს უყრის და გააუქმებს უფლებამოსილებას ამ 12 წევრისა, მაგრამ იმის გამო, რომ მათ თავისი სია ჩახსნილი არ აქვთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მათი პარტიული სია მოქმედია, ალბათობა იმისა, რომ ამ სიიდან სხვა 12 პირი შემოვიდეს პარლამენტში, ძალიან მაღალია. [გახარიას] პარტიის ლიდერშიპს აღარ აქვს სამართლებრივი უფლება, რომ სიის შემდგომი წევრის შემოსვლა სამართლებრივად დაბლოკოს, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ყველა ერთად, პარტიული ან ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით შემოვიდნენ პარლამენტში, საკმაოდ მაღალია“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის პირველ შაბათს – 4 ოქტომბერს გაიმართება.