შეიძლება, მომცეთ საშუალება? ერთი კითხვა მაქვს - შეიძლება ამდენი წლის, 2012 წლის შემდეგ დაივიწყოთ სააკაშვილი?!, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „იმედის“ ჟურნალისტს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის შემდეგ.
„სააკაშვილზე სასაუბროდ არ ვარ მოსული. შეიძლება, გაჩუმდეთ და მალაპარაკოთ?! კითხვები უფრო გრძელია, ვიდრე პასუხი.
მე აქ არ ვარ მოსული, რომ არც სტალინზე და არც სააკაშვილზე ვილაპარაკო. 7 ნოემბერს ვმონაწილეობდი და ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლა. ამაზე სხვა სათქმელი მე არ მაქვს.
მე აქ არავის შეწყალებაზე არ ვსაუბრობ და კითხვებზე არ ვუპასუხებ, ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალების სიები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.