საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევრომაიდნის 10 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„პატივს მივაგებთ თავისუფლებისა და ღირსების მტკიცე ათწლეულს.
2023 წელს 10 წელი შესრულდა ევრომაიდნიდან, რომელიც უკრაინის საზღვრებს სცდება, ქმნის ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროპულ ოჯახში ერთიანდებიან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
21 ნოემბერს უკრაინა ღირსების და თავისუფლების დღეს აღნიშნავს.