როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანკარაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას შეეხებოდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ სუვერენიტეტის ნაწილის დათმობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე სერიოზული შეშფოთების საგანია.
„მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და დღეს ეს მარტივი ჭეშმარიტება სამჯერ გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ეს თავისთავად ფაქტია, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე მე მგონი, რომ სერიოზული შეშფოთების საგანია,“- აღნიშნა პრემიერმა.