სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება - რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
სენატორი შაჰინის განცხადებას, თითქოს პრემიერმა კობახიძემ ამერიკას სთხოვა, შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსება, მთავრობის მეთაურმა ტყუილი, სამწუხარო და შემაშფოთებელი უწოდა.
„ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, - აღნიშნა პრემიერმა.