პირველი ორი კვარტალის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე, ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მთლიანობაში, 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე გვქონდა მსჯელობა ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 100 მილიონი დაემატება თავდაცვის სამინისტროს, 80 მილიონი - განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, 33 მილიონით გაიზრდება კულტურის და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 10 მილიონი დაემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს, 10 მილიონი - რეგიონულ განვითარებას და ინფრასტრუქტურას, 6 მილიონით გაიზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, ცესკოს დაემატება 3 მილიონი ლარი, 60 მილიონი ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიების ბიუჯეტი და 102 მილიონი დამატებით გადაეცემა მუნიციპალიტეტებს. ასეთი არის შემოთავაზებული განაწილება, რის მიხედვითაც მომავალში ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.