ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ვერ ეგუება ამას, მე მესმის მისი ემოციური მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 29 დეკემბერს მას მოუწევს, გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს.

 „ოთხი პარასკევი აქვს დარჩენილი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ვერ ეგუება ამას, მე მესმის მისი ემოციური მდგომარეობა, თუმცა 29 დეკემბერს მას მოუწევს, გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და ეს შენობა დაუთმოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს. მე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა წააგო 26 ოქტომბრის არჩევნები. ის იბრძოდა იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას მოეგო 26 ოქტომბრის არჩევნები, ფიქრობდა, რომ ამით მას ექნებოდა გარანტია თანამდებობაზე დასარჩენად, თუმცა მან წააგო ძალიან მძიმედ 26 ოქტომბრის არჩევნები. მალე იწყება მისი უფლებამოსილების მეშვიდე წელი და კვლავაც ვერ ელევა საკუთარ სკამს. რა თქმა უნდა, თავისი სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა ქალბატონ სალომეს“, - განაცხადა პრემიერმა.