საარჩევნო გარემო არის უპრეცედენტოდ მშვიდი, არის კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც საუბრობენ საარჩევნო გარემოზე, უნდა ისაუბრონ ფაქტებით.
„ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, როგორც კი დასრულდება არჩევნები და დასრულდება ომი უკრაინაში. რეალურად, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ეცდება, რომ შემოიტანოს არეულობა, თუმცა ამის რესურსი მათ არ აქვთ, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე არა მხოლოდ არჩევნების ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით, არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდშიც,“- განაცხადა პრემიერმა.