მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი ნიანგის ცრემლები არავისთვის არ არის საინტერესო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი შს მინისტრს ვერ უკავშირდება.
„სალომე ზურაბიშვილს შსს-თან და შს მინისტრთან არაფერი ესაქმება. ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც არსებობს ვერტიკალი, არსებობს მთავრობა, არსებობს სუბორდინაციის სისტემა და ამ სისტემას პატივი უნდა სცეს სალომე ზურაბიშვილმა. ის არღვევს ხოლმე კონსტიტუციას, თუმცა ამ შემთხვევაში მას არავითარი საშუალება არ ექნება, რომ კანონმდებლობის წინააღმდეგ წავიდეს.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი ახალისებდა ძალადობას და ახლა მისი ნიანგის ცრემლები არავისთვის არ არის საინტერესო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ შს მინისტრს ვერ უკავშირდება. პრეზიდენტის თქმით, მას სურს ვახტანგ გომელაურს სთხოვოს, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი და ეფექტური საარჩევნო უბნებზე.