„ლაშა ბაქრაძეს, ამ კაცს, ინტელიგენტად მოჰქონდა თავი და რა განცხადებაც გააკეთა მან გუშინ, რა თქმა უნდა, არის დასაგმობი ყველას მხრიდან. აქაც გამოჩნდება კონკრეტული ორგანიზაციების, თუ სუბიექტების ობიექტურობა – არაობიექტურობა, მაგრამ კიდევ ერთხელ, დღეს რასაც ეძღვნება ჩვენი ბრიფინგი, ზუსტად იმას ადასტურებს ლაშა ბაქრაძის გუშინდელი განცხადება." - – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ეცდება, რომ შემოიტანოს მაქსიმალურად რადიკალიზმი საარჩევნო პროცესებში. ნუ პატარა ნიშნები ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე, როგორც უკვე აღინიშნა არ ყოფილა რაიმე სერიოზული ინციდენტი, ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა. გუშინდელი რიტორიკაც არის ამის ერთ-ერთი დასტური. ასევე თქვენ ნახეთ, რომ თუ არ ვცდები, ზუგდიდში გვარამიას პარტიის ლიბერალურ-ფაშისტური რამდენიმე კაციანი დაჯგუფება ცდილობდა ინციდენტების მოწყობას ჩვენს საარჩევნო ღონისძიებებზე. არის უკვე ასეთი მცირე ინციდენტები, რაც ჩვენ გვაშფოთებს. ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და ჯანსაღი საარჩევნო გარემო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, სამწუხაროდ ამის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.