ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისა და მოხარულები ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი დავხურეთ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით,- ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გასული 3 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7 % და ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც.
„გასული 3 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7 %. ეს კარგი ტენდენცია გრძელდება წელსაც, წლევანდელი მაჩვენებელი არის 9 %. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ივლისი-აგვისტო ვფიქრობთ, რომ იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და წლის ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ ასე. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ თანდათანობით გაუმჯობესდეს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა,“- აღნიშნა პრემიერმა.