გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„გულითადად ვულოცავ დონალდ ტუსკს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. საქართველოს საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი გვაქვს“,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.