აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან, მადლობას ვუხდი თურქმენეთს თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს.
„აშხაბადში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების სამომავლო პერსპექტივები.
ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია თურქმენეთთან მჭიდრო კავშირების გაღრმავება უსაფრთხო და სტაბილური შუა დერეფნის განვითარებისთვის.
მჯერა, რომ ჩვენს პარტნიორობას შეუძლია, უზრუნველყოს მეტი მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოვიწვიე“, - წერს პრემიერ-მინისტრი.
I am grateful for the warm welcome and hospitality extended during my visit to 🇹🇲
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) March 7, 2025
I held productive talks with the President of Turkmenistan H.E. Mr. Serdar Berdimuhamedov in Ashgabat.
We discussed a broad spectrum of bilateral cooperation between 🇬🇪 & 🇹🇲 including the… pic.twitter.com/kxKlfJYNzE