რაც შეეხება ამ კონკრეტულ მედიკამენტს, სამწუხაროდ მიწევს ვრცელი კომენტარის გაკეთება, მიუხედავად ამ კომპეტენტური კოალიციური განმარტებებისა არ არის საკმარისი და საჭიროებს პოლიტიკურ ახსნა-განმარტებას. თქვენ, იცით რომ ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, ის ქვეყანა ჯერ არ აფინანსებს ამ პროგრამას. ჯერ კიდევ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას, უარყოფითი შედეგების გამოვლენას და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და მან დეტალურად განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება.
„დიდი ბრიტანეთი, მეორე უზარმაზარი სახელმწიფო და მოწინავე ქვეყანა, რომელმაც დაიწყო თუ არ ვცდები ამ პროგრამის დაფინანსება, პირველ რიგში იმან შეაჩერა.
ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამაზე. აღარ მინდა გავაგრძელო საუბარი მაგრამ, ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, ქვეყანა სადაც ეს წამალი გამოიგონეს, ის ქვეყანა თავად ჯერ არ აფინანსებს. ასევე ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, ვეყრდნობით მათ გაიდლაინებს, მათ ინსტრუქციებს, მითითებებს.
რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და მან დეტალურად განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციას, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება.
მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, მე მინდა ბოლოს ვუთხრა, რომ ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩემო ძვირფასო მოქალაქენო, თანხაზე არ არის საუბარი, შეიძლება იყოს 10-მლნზე საუბარი, ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემის შემდეგ გართულდება ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, და უფრო ცუდად წავიდეს საქმე, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, ანუ სახელმწიფოს, მთავრობის, რაც რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინდა რომ მოხდეს.
ამიტომ, საჭირო არის ცოტა მოცდა, დრო გვჭირდება, მინდა მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, სამინისტრო არის მზად რომ ერთად გავიაროთ ეს პროცესი, ეს გზა. დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება,“- განაცხადა პრემიერმა.