„მინდა ლევან ხაბეიშვილს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მისი თავდადებისთვის, თავგანწირვისთვის, ივანიშვილის რეჟიმთან დაუღალავი ბრძოლისთვის! მე დარწმუნებული ვარ თინა ბოკუჩავა ღირსეულად გაართმევს თავს ამ მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო პოსტს და ეს იქნება ახალი ბრძოლის და ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების ახალი ეტაპი“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით
"პირველ რიგში, მინდა ლევან ხაბეიშვილს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მისი თავდადებისთვის, თავგანწირვისთვის, ივანიშვილის რეჟიმთან დაუღალავი ბრძოლისთვის! მაგრამ როგორც დღეს მან თავად მოგახსენათ, ბოლო მოვლენების ფონზე, როდესაც ლევან ხაბეიშვილი პრაქტიკულად გაიტაცეს და ნახევარი საათის განმავლობაში უმოწყალოდ სცემდნენ, მისი ჯანმრთელობა დაზიანდა, მას სჭირდება რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე, შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში, რადგანაც ვერ იქნება ყოველდღიურ მუშა რეჟიმში ჩართული, ჩვენი წესდების თანახმად მან ეს პოზიცია შესთავაზა თინა ბოკუჩავას და ჩვენ ამაზე გვქონდა კონსულტაციები. მე დარწმუნებული ვარ თინა ბოკუჩავა ღირსეულად გაართმევს თავს ამ მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო პოსტს, ჩვენი პარტიის პირველი ქალი თავმჯდომარე იქნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ახალი ბრძოლის და ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების შემდეგი ეტაპი.
იგეგმება თუ არა სხვა რაიმე ცვლილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“?
ჩვენ უახლოვეს მომავალში გვექნება ყრილობა, თუ კი რაიმე ცვლილება დაიგეგმება ამ ყრილობასთან ერთად ყველა გავიგებთ.
ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანი შემოვიდეს, ახალგაზრდები ჩავრთოთ.
ბოლო ორმა თვემ ჩვენ გვანახა, თუ როგორი თაობა მოდის საქართველოში, ბევრ მათგანს აინტერესებს პოლიტიკა და არამხოლოდ აინტერესებთ, მათ შეუძლიათ პოლიტიკაში დიდი წვლილის შეტანა, ცვლილებების განხორციელება.
ჩვენი დიდი სურვილი იქნებოდა, რომ ეს ადამიანები შემოგვიერთდნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. არიან ასეთი სტუდენტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც სურვილი აქვთ.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა