სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატურ ჩურჩუტებთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება.

კერძოდ, პეტრე ცისკარიშვილი პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ზურაბიშვილი ამბობს, „სანამ ბიძინას სისტემა ჩამოეშლება, მანამდე მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს არჩევნები!“.

„სანამ ბიძინას სისტემა ჩამოეშლება, მანამდე მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს არჩევნები!“, რომ ისევ ფულით, პროპაგანდით და გაყალბებით დაიწეროს პროცენტები?!! სამწუხაროდ, ძალიან არაადეკვატურ ჩურჩუტებთან გვაქვს საქმე! ზუსტად რომ ხუხულასავით უნდა ჩამოეშალოს ვერტიკალი მაგ ნაძირალა კაცს! მერე ატარე თავისუფალი არჩევნები, რამდენიც გინდა!“, – წერს პეტრე ცისკარიშვილი.