„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციამ, კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართეს სენატორ ბენ კარდინის და ეიმი კლობუჩარის ოფისებთან.“
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი კი ამბობს, რომ ამ გლობალურ დაპირისპირებაზე, დიდ ომში, სადაც ავტორიტარიზმი და ავტორიტარული სამყარო ებრძვის დემოკრატიულ ღირებულებებს, უმნიშვნელოვანესია და უზარმაზარი უნდა იყოს აშშ-ს როლი, რათა პირველ რიგში აშშ-ს რეპუტაცია და იმიჯი არ დაზიანდეს.
„პუტინმა და პუტინის რეჟიმმა ივანიშვილის მთავრობას ასწავლა მთავარი გაკვეთილი, რაც მათ ყველაზე კარგად იციან, რომ მიაწექით ბოლომდე და სანამ გაგივა მიიტაცე სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები და სწორედ ამ გლობალურ დაპირისპირებაში, დიდ ომში, სადაც ავტორიტარიზმი და ავტორიტარული სამყარო ებრძვის დემოკრატიულ ღირებულებებს, უმნიშვნელოვანესია და უზარმაზარი უნდა იყოს შეერთებული შტატების როლი, რათა პირველ რიგში აშშ-ს რეპუტაცია და იმიჯი არ დაზიანდეს, არა მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში, ქართველი ხალხის თვალში, რომ დაუთმეს ყველაფერი და ავტორიტარებს გაატანინეს მაინც თავისი და მიატაცებინეს სახელმწიფოები, არამედ ასევე, სხვა ასევე რეგიონული მოთამაშეების თვალში, ამაზე ჩვენ ძალიან მკაფიოდ, საფუძვლიანად და დეტალურად ვესაუბრებით ჩვენს კოლეგებს, ვაშინგტონში, რადგან ეს შედის დემოკრატიული ღირებულებების ფასეულობების სისტემის დაცვა და გადარჩენა, შედის როგორც ჩვენი ხალხის, ქართველი ხალხის, ასევე ქართული ოპოზიციის ინტერესებში, ასევე შეერთებული შტატების გრძელვადიან ინტერესებში, რომ მათი რეპუტაცია და მათი ავტორიტეტი იყოს შენარჩუნებული, გადარჩენილი და კიდევ უფრო განმტკიცებული.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა