„პირველივე დღიდან არაერთი კომენტარი გაკეთდა, რომ საკომისიო კომისია არის ცირკი, ეს არის მხოლოდ პიარისთვის". – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
"იმას ემსახურება, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური პიარული ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ორგანიზაციაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არამედ ჩამოართვან საბუთები, გააუქმონ, კანონგარეშედ გამოაცხადონ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანებს, იდეას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გააუქმებენ. არანაირი წესდება და იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირება, ბეჭდური სხვადასხვა მასალა და საბუთები არაფერს არ ნიშნავს იმასთან შედარებით, რაც არის საქართველოს მომავალი, საქართველოს განვითარებისა და პროგრესის იდეა, ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების, ჩვენი უსაფრთხოების იდეა და ეკონომიკური წარმატების იდეა, რასაც ემსახურებოდა მიშა სააკაშვილი, მისი ადმინისტრაცია, რა დიდ წარმატებებსაც იმ ცხრა წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია, ეს იდეა აუცილებლად მოვა საქართველოში და თავის სიტყვას ჯერ კიდევ იტყვის. საბუთებს ჩამოართმევენ თუ არ ჩამოართმევენ ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეს არის მეასეხარისხოვანი“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.