„ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს და მოგაწვდით მოკლე მიმოხილვას საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. EPP დღეს წარმოადგენს ოპოზიციას, მაგრამ ეს არ იქნება დიდი ხნის განმავლობაში. მომავალ წელს არის პარლამენტის არჩევნები და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დაამარცხებს ქართული ოცნების არაფორმალურ მმართველობას, რომელიც დიდ ხანს არ გაგრძელდება. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მიუნხენში EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
" რატომ ვუწოდებთ ჩვენ მათ (ქართულ ოცნებას) არაფორმალურს - იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის არჩეული ხალხის მიერ, ის არის ცნობილი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანშვილის მიერ დანიშნული. ეს კვაზი (ფსევდო) ხელისუფლება ერთი ხელით ამტკიცებს, რომ დასავლეთი არის ცუდი ტიპი, რომელსაც უნდა, რომ საქართველო ჩაითრიოს ომში, რუსეთის წინააღმდეგ, ამავე დროს კი ჩამოდის ბრიუსელში.“ - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.