თბილისის სააპელაციო სასამართლო “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიას საჩივარს განიხილავს.
"იმ რეპრესიული შეზღუდვების ფონზე, რის მიხედვითაც თვითმარქვია ხელისუფლებას ეშინია პროცესების გამჭვირვალობის, მედიის დასწრების, სასამართლო სხდომების გაშუქების, მიხეილ სააკაშვილსაც შეეზღუდა საკუთარი თავის ეფექტური დაცვის შესაძლებლობები, მას არ აქვს ამ წუთამდე ნებართვა რომ ჩაერთოს სასამართლო სხდომას, გამოვიდეს საკუთარი სიტყვით, მოახსენოს საზოგადოებას საკუთარი პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო მისთვის, რითაც ის საკუთარ ხალხს ესაუბრებოდა და სათქმელი მიჰქონდა საზოგადოებამდე, მაგრამ ახალი რეპრესიული კანონის ფონზე მასაც შეეზღუდა ეს შესაძლებლობა. ჩვენ დაახლოებით 4-5 დღის წინ მოვითხოვეთ ნებართვა, მაგრამ ამ წუთამდე არ გვაქვს პასუხი, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაერთოს პროცესზე." - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა
შეგახსენებთ, შეგახსენებთ, მოსამართლემ თემურ ჯანაშია "ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმეზე" უდანაშაულოდ ცნო, მუხლი სამოხელეო დანაშაულად გადააკვალიფიცირა და 300 000 ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა









