1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ევროკავშირის მიერ 1.8 მილიარდ ევრომდე მოცულობის დახმარება მზადდება მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“. როგორც ევროკავშირის მოქალაქე, მე ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ“, – წერს პეტერ ფიშერი.
Up to € 1,800,000,000.-- being prepared by #EuropeanUnion for Moldova in 2025-2027 period in preparation for #EU #membership.
— Peter Fischer (@Diplo_Peter) February 13, 2025
Meanwhile some in 🇬🇪 express concern that the "deep state" might "destroy" the EU.
As an 🇪🇺 citizen, I do not share this concern. https://t.co/gTvFCmKC8K