თითო ნაგვის ურნა თბილისელებს 50 ათასი ლარი დაუჯდებათ! არ მოგესმათ! 50 ათასი ლარი თითო ნაგვის ურნა! ამიტომ, მოვითხოვთ თბილისის მერიამ სასწრაფოდ გადახედოს ტენდერის პირობებს - ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" განცხადებაში:

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები პირველივე დღიდან ვდგავართ ამ ადამიანების გვერდით და დღესაც გვსურს სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ პროტესტის მონაწილე ყველა მშობლის მიმართ და რაც მთავარია, გარდა მორალური მხარდაჭერისა, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატები, გამოვიდეთ კონკრეტული ინიციატივით, რაც მდგომარეობს შემდეგში:

თბილისის მერიას გამოცხადებული აქვს 10 მილიონი ლარის ტენდერი მიწისქვეშა ნაგვის ურნების შესაძენად – თითო ნაგვის ურნა თბილისელებს 50 ათასი ლარი დაუჯდებათ! არ მოგესმათ! 50 ათასი ლარი თითო ნაგვის ურნა! ამიტომ, მოვითხოვთ თბილისის მერიამ სასწრაფოდ გადახედოს ტენდერის პირობებს, რომელიც პირდაპირ ჩანს, რომ ერთ კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული, რაც აშკარად მიუთითებს კორუფციულ ინტერესებზე და გაანახევროს გამოყოფილი თანხა. დაზოგილი თანხით კი გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას!