პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე პარტია „ხალხის ძალის“ წევრს, გურამ მაჭარაშვილს დაუპირისპირდა.

ინციდენტი მოხდა პარლამენტის-ერთ-ერთ დერეფანში, სადაც გურამ მაჭარაშვილი მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა წერდნენ. ამ დროს მასთან მიიჭრა ანი წითლიძე და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა.

დეპუტატებმა ერთმანეთს უწოდეს მონა, მოღალატე. ინციდენტში ჩაერთო თინა ბოკუჩავაც, რომელმაც გურამ მაჭარაშვილს მოღალატე უწოდა. ამ დროისთვის პარლამენტში ვითარება განმუხტულია.