პარლამენტის პლენარული სხდომაზე ბოლო დღეებში განვითარებული სტიქიური და ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„მინდა დღევანდელი სხდომა სამძიმრით დავიწყო. შემაძრწუნებელია მართლაც ის ტრაგედია, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დატრიალდა. გუშინ, ასევე, სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის დროს ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა სამი ადამიანი, მათ შორის, ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი.
გუშინ, ასევე, ჩვენს ყველას გულს მოაკლდა ვაჟა აზარაშვილი. მძიმე დღეებია ჩვენი ქვეყნისთვის და მინდა, მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მთლიანად საქართველოს მივუსამძიმრო. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.