ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინელ კოლეგას, გერმან გალუშჩენკოს შეხვდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მალტაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში რეფორმების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.