"4 ოქტომბერს ბევრი მოქალაქე გამოვა, ვინც არ ეგუება იმას, რომ ივანიშვილმა მიიტაცა ძალაუფლება. თუ მეტყვით, რომ არაფერი მიუტაცებია, გეტყვით – ჩამოსული იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და სამეფო ოჯახის წარმომადგენელი" – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

იქ მთავარი ფიგურა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი თუ საქართველოს მეფე – ბიძინა ივანიშვილი? ვინ შეხვდა შეიხს და სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, მეფე – ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში მეფე არ გვყავს და არ ვაპირებთ, ქართველი ხალხის ნება და ძალაუფლება მიიტაცოს ივანიშვილმა იმისთვის, რომ მერე ჯუანშერმა ფული მოიპაროს. საერთოდ, ხელისუფლების რევოლუციასა და დამხობას თავად ხელისუფლება იწვევს. არსებობს პრინციპი, თუ დემოკრატიული საშუალებები გადაკეტილია, ხალხს აქვს უფლება, გამოვიდეს ქუჩაში და შეცვალოს ხელისუფლება. ეს მე კი არ მომიგონია, თომას ჯეფერსონმა დაწერა და ეს ირაკლი კობახიძემაც იცის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.