შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა, ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის.

„როცა პრემიერი სტრატეგიულ ხელშეკრულებას უნდა აღრმავებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აზიაში დარბის. გასაგებია, რუსეთს ყველაფერი ჯობია, მაგრამ ვფიქრობ, შეუძლებელია ორ ბატონთან ერთდროულად მეგობრობა. ან ამერიკას უნდა ემეგობრო, ან ჩინეთს. რა მოიფიქრა ღარიბაშვილმა ასეთი, რომ ორივესთან აპირებს მეგობრობას, ჩემთვის გაუგებარია. რუსეთში რომ არ გარბის და რუსეთთან რომ არ დებს სტრატეგიულ ხელშეკრულებას, ეს უნდა ჩავთვალოთ ამ ეტაპზე დიდ პროგრესად ღარიბაშვილის მხრიდან“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა.