მჯერა, რომ ის ხალხი, ვისაც საქართველოს მომავალი ადარდებს ბევრად უფრო მეტი ვართ, ვიდრე ივანიშვილი და მისი ხალხი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ხალხი ივანიშვილის ცრუ დაპირებებს არ ჭამს. ეს არჩევნები იქნება ერთი მხრივ, არჩევანი ეკონომიკურ გაძლიერებას, ევროკავშირსა და დასაქმებას შორის, ხოლო მეორე მხრივ, ივანიშვილს, სიღარიბესა და უმუშევრობას შორის, რომელიც 12 წლის მანძილზე ამ ხელისუფლებამ მოიტანა. ქართველ ადამიანს ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ უკვე არანაირი ნდობა აღარ აქვს.
შესაბამისად, არჩევანი მარტივია: ვისაც უნდა ევროკავშირი, მაღალანაზღაურებადი სამსახური, ემიგრანტების დაბრუნება ოჯახებში, ეკონომიკური სიძლიერე - მხარს დაუჭერს ცვლილებებს, ხოლო ვისაც უნდა ივანიშვილის რეჟიმი, მოსწონს სიღარიბე და უმუშევრობა - მხარს დაუჭერს ხელისუფლებას.
მე მჯერა, რომ ის ხალხი, ვისაც საქართველოს, თავისი შვილებისა და ოჯახების მომავალი ადარდებს ბევრად უფრო მეტი ვართ, ვიდრე ივანიშვილი და მისი ხალხი, მძარცველების ჯგუფი.
სამართლიანი არჩევნების პირობებში აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს’’, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.