რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და იმედი გვაქვს, რომ რჩება ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერად ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მხარდაჭერა რა თქმა უნდა, გულისხმობს მათი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების პატივისცემას და თავისთავად, მთლიანად საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მხარდაჭერას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმედი გვაქვს, ის განცხადებები, რომელიც ჩვენთან, ინდივიდუალური შეხვედრის დროს, თუ საერთო ფორმატში ითქვა სენატორის და კონგრესმენის მხრიდან, ნამდვილად არის ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში მიზნების გამომხატველი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო და იმედი გვაქვს, რომ რჩება ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერად ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის მხარდაჭერა რა თქმა უნდა, გულისხმობს მათი ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების პატივისცემას და თავისთავად, მთლიანად საქართველოს მშვიდობიანი განვითარების მხარდაჭერას. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, ინდივიდუალურ რეჟიმში გვესაუბრა სენატორთანაც და კონგრესმენთანაც, მათ შორის, ისეთი საკითხებიც განგვეხილა, რომელიც შეიძლება ონლაინ რეჟიმში არასწორად იყოს ინტერპრეტირებული, ან არასწორად მიტანილი. ჩვენი მხრიდან ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა ჩვენი მყარი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ინტერესების და სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ის, რომ საქართველო ძალიან საიმედო პარტნიორად დარჩება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ბოლომდე გაატარებს დასავლური ღირებულებების პრინციპს“, - განაცხადა წილოსანმა.