"მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას დაეცვათ წესრიგი - რომ ვიცოდე, ადეკვატური და ობიექტური შეფასებები ექნებოდათ ჩვენს მიმართაც,"- ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი პირველი მაისის დემონსტრაციის დროს, პარიზში დაკავებული 50 მოქალაქის ფაქტს.
"ერთი ჩვეულებრივი დღე პარიზში...
მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას დაეცვათ წესრიგი - რომ ვიცოდე, ადეკვატური და ობიექტური შეფასებები ექნებოდათ ჩვენს მიმართაც. თუმცა ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია
თან მოდით, ნუ შევადარებთ ხელფასების, საპენსიო რეფორმის გაუქმების მოთხოვნით გამოსულ პროფკავშირების აქციას და ხელისუფლების დამხობის მიზნით დაფინანსებულ რადიკალებს
ინფორმაციისთვის - პარიზის პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს, პირველი მაისის დემონსტრაციის დროს, საფრანგეთის დედაქალაქში 50-მდე ადამიანი დააკავეს" - წერს ნინო წილოსანი.